შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის და ნატო-ს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის და ნატო-ს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებებში მონაწილეობდა: აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ოთხი ხომალდი.

საზღვაო წვრთნები მოიცავდა ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებსა და აბორდაჟის პროცედურებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, წვრთნების მიზანი იყო სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

ერთობლივი სწავლებები ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.