მართლწესრიგის ოფიცრები საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების მიხედვით მომზადებული პროგრამით გადამზადდებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის პროექტის – „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის“ ფარგლებში, ჰოლანდიელი ექსპერტი მარსელ ზეთჰოვენი ეწვია.
შსს-ს ინფორმაციით, ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ექსპერტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრებისთვის არსებული კურიკულუმების შეფასება, ქართული და ჰოლანდიური მოდელის შედარება და ანალიზი, პოლიციის ოფიცრებისთვის შესაბამისი სასწავლო მოდულების განსაზღვრა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კურსის სილაბუსის პრეზენტაცია, არსებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურები და ოფიცერთა უფლება-მოვალეობების აღწერილობა განიხილეს.