შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.კ. ერთ-ერთ მოქალაქეს, მუქარისა და იძულების გზით, თანხას სისტემატურად სძალავდა.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.