შინაგან საქმეთა სამინისტრომ შ.გ.-ს გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შ.გ.-ს გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე შ.გ.-ს დედის განცხადების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე შ.გ.-ს დედის განცხადების საფუძველზე, სადაც განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ მისი შვილი მიმდინარე წლის 20 დეკემბერს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულისკარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ წითელი ფერის მსუბუქ ავტომობილს, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნული ავტომობილი აღრიცხულია სხვა პირზე, რომელმაც რეგისტრაციის გარეშე მიჰყიდა და ავტომობილით სარგებლობდა შ.გ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, შ. გ. არის დისტრიბუტორი და მანქანა, რომლითაც ის მოძრაობდა,  21 დეკემბერს დაზიანებული იპოვეს.