შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა
მთავრობის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მედიის წარმომადგენელებთან კომენტარის გაკეთებას გეგმავს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.
რაც შეეხება ძალოვანი უწყების მინისტრებს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა.
რამდენიმე წუთის წინ მედიის წარმომადგენლები გაეუსაბრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრს, როდესაც ის მთავრობის ადმინისტრაციას აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ტოვებდა. ზურაბ ალავიძის თქმით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას.
„ჩვენ სამსახურებში მივდივართ, სპეცოპერაციასთან დაკავშორებით შესაბამისი უწყებები ისაუბრებენ. სხვა ბევრ საკიტხთა დაკავშირებითაც ვიმსჯელეთ მთავრობის სხდომაზე“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.
მთავრობის სხდომა თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.