შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინირებული მუშაობა არჩევნების პროცესში უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

„მემორანდუმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკო-ს შორის, კომპეტენციის ფარგლებში მოხდება მხარეთა შორის ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა. გარდა ამისა, თანამშრომლობა ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო. მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.