შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, ასევე, სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი არმენ მკრტჩიანი ესწრებოდნენ. ვიზიტის მიზანია საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.
შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.