შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროში აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. საუბარი ასევე შეეხო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ​წინააღმდეგ, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის.

ვახტანგ გომელაურმა და კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.