შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ახალ წელს 112-ის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. გიორგი გახარიამ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატება უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერა. გიორგი გახარია 112-ის მუშაობას, ასევე, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს გაეცნო.