შიდა ტურისტების უმეტესობა ნათესავების მოსანახულებლად მოგზაურობს
შიდა ტურისტების უმეტესობა ნათესავების მოსანახულებლად მოგზაურობს

საქართველოს შიდა ტურიზმის სტატისტიკის თანახმად, მოგზაურთა ვიზიტის მიზანს ხშირ შემთხვევაში ნათესავებისა და მეგობრების მონახულება წარმოადგენს.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მსგავსი მიზანი 45% ჰქონდა. მხოლოდ 19% ესტუმრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს დასვენებისა და გართობისთვის, ხოლო 13 პროცენტის მიზანს შოპინგი წარმოადგენდა.

რაც შეეხება ხარჯებს, საშუალო ხარჯი ვიზიტზე მესამე კვარტალში 167 ლარი იყო, რაც შარშანდელთან შედარებით 7.7 ლარით არის გაზრდილი. დახარჯული თანხის ძირითადი ნაწილი კვებაზე და საყიდლებზე მოდის.
შიდა ტურისტების 21% თბილისში მოგზაურობს, შემდეგ მოდის იმერეთი 16.5%, კახეთი 15.9%, და სამეგრელო-ზემო სვანეთი 8.4%.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია შიდა ტურისტების კმაყოფილების დონე. ვიზიტით კმაყოფილია 49.1% , ხოლო უკმაყოფილოა მხოლოდ 1.8 პროცენტი.