შიდა ქართლში გამოკვლეული 38 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ლუგარის ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ზე შიდა ქართლიდან გუშინ გაგზავნილი ყველა ნიმუში უარყოფითია. კვლევისთვის რეგიონიდან 38 სინჯი გაიგზავნა, აქედან ცხრა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტი იყო.
ამ დროისთვის, გორსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ინფიცირებულთა კონტაქტებიდან 92 პირია თვითიზოლაციის რეჟიმში.