შიდა ქართლში გამოკვლეული 14 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის გაგზავნილი 14 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.
„კოვიდ-19“-ზე, რეგიონის ცხელების ცენტრებიდან 13 ნიმუში იყო გაგზავნილი. ერთი ნიმუში კი, ინფიცირებული მედდის კონტაქტების კვლევას უკავშირდებოდა.
ამ დროისთვის შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ით ცხრა პირია ინფიცირებული.