შიდა ქართლში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს
შიდა ქართლში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა თებერვალში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 13 წლის მოზარდმა იმშობიარა და ფაქტი სწორედ ამის შემდეგ გახმაურდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.