დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს.
„დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები ადგილზე შეისწავლიან ყველა იმ დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 2.5 ქულა.
მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდეგ, ბინებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს“,- აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.