ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა შიდა ქართლის რეგიონშიც. სოფლებში – ქერესა და ნაწრეტში სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ქერეში 969 გრძივი მეტრის გზის ასფალტირება უკვე დასრულდა, ამჟამად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომლის ბიუჯეტიც 556 995 ლარს შეადგენს. ხოლო სოფელ ნაწრეტში 1 118 გრძივი მეტრის გზის საფარისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლისთვისაც 664 991 ლარის გამოყოფილი.
ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის მიერ ფინანსდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება. გორის მუნიციპალიტეტში მშენებარე ობიექტები შიდა ქართლის გუბერნატორმა დაათვალიერა.
ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილი ჯგუფები ყოველდღიურად შეამოწმებენ, თუ რამდენად იცავენ კომპანიები კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში დაკისრებულ ვალდებულებებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს.