შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრს ზვიად ბაბიაშვილი უხელმძღვანელებს
შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრს სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ზვიად ბაბიაშვილი უხელმძღვანელებს.
ბაბიაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ზვიად ბაბიაშვილი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება.
ახალი ხელმძღვანელი კალათბურთის პოპულარიზაციას, სავარჯიშო დარბაზების მოწყობასა და სპორტის ამ სახეობის რეგიონალურ დონეზე განვითარებისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვებაზე მუშაობას გეგმავს.