შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე მუშაობას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გააგრძელებს
შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე მუშაობას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გააგრძელებს.
როგორც პირველ არხს შიდა ქართლის გუბერნიის პრესსამსახურში განუცხადეს, მთავრობის განკარგულებით, კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე უკვე დაინიშნა.
სამხარაძემ შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა 2017 წლის თებერვალში დაიკავა.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძეს, არსებული ინფორმაციით, ის შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობას დაიკავებს.
მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. მანამდე კი
შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო.