შიდა ქართლის ფერმერები ტაშისკარის აღდგენილი სარწყავი სისტემით ისარგებლებენ
ხაშურის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოები ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.
საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.