შეზღუდვების სრულად მოხსნის მოთხოვნით, ბათუმში ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა
შეზღუდვების სრულად მოხსნის მოთხოვნით, ბათუმში ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აჭარაში შეზღუდვების ნაწილი იხსნება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ეკონომიკის სრული ფუნქციონირებისთვის ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგულაცია უნდა გაუქმდეს.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს. ვითხოვთ, ქვეყანა გაიხსნას. ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება კომენდანტის საათი, რატომ არ უნდა გაიხსნას რესტორნები ფიტნეს-კლუბები, რა სარგებლობა მოაქვს ამ ყველაფერს პანდემიის მართვაში“, – განაცხადა აქციის მონაწილემ თამარ კურატაშვილმა.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ბათუმში ეტაპობრივად პირველი თებერვლიდან შემსუბუქდება. კერძოდ, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.