შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იკითხებიან
შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იკითხებიან

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იკითხებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. არცერთ მათგანს არ უსაუბრიათ, ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის შემხებლობა იმ სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელსაც საგამოძიებო უწყება სწავლობს.

პროკურატურაში შეწყალების თემაზე ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომელია დაკითხვაზე. მათ შორის – დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი.

საქმეზე უკვე გამოიკითხა მოკლული დავით ოთხმეზურის მამა – გიორგი ოთხმეზური. გამოძიების კითხვებს უპასუხა მოკლული იოსებ ქოიავას მამამ, თამაზ ქოიავამ. პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი.