შევიცარიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
შევიცარიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 2 823 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ მეტია.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 5 167 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ის 68 704 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 816 ადამიანი.