"შევარდენი 1906"-მა ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა
"შევარდენი 1906"-მა ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა

საქართველოს გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ, შევარდენმა ლიგა 3-ში ასპარეზობა ჩემპიონობით დაასრულა.

გადამწყვეტი შეხვედრა საჩხერეში “შევარდენსა” და “ჭიათურას” შორის გაიმართა. დაძაბული მატჩის გადამწყვეტი გოლი 77-ე წუთზე დავით ოდიკაძემ გაიტანა და მატჩი შევარდენის სასარგებლოდ – 1:0 დასრულდა.

შევარდენმა ლიგა 3-ის ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოპოვა. მე-17 ტურის დასრულების შემდეგ შევარდენი 40 ქულით პირველ ადგილზეა, 36-36 ქულა აქვთ ნორჩ დინამოელსა და თელავს.

მიმდინარე სეზონზე შევარდენი ლიგა 3-ის ბოლო, მე-18 ტურის მატჩს ხონის “იმერეთის” წინააღმდეგ ჩაატარებს.