„შევარდენი 1906“ გიორგი დარასელიამ ჩაიბარა
„შევარდენი 1906“ გიორგი დარასელიამ ჩაიბარა

„შევარდენი 1906“ ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრისთვის სახეშეცვლილი ემზადება. გიორგი ჩოჩიშვილის შემდეგ, გუნდის შეცვლა ასევე გადაწყვიტეს ბექა ვარშანიძემ, გიორგი ივანიაძემ, ლაშა ნანობაშვილმა და ომარ პატარკაციშვილმა. „ცხინვალიდან“ გუნდში 27 წლის მეკარე გიორგი ნადირაძე დაბრუნდა და თბილისურ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა – 51 წლის სპეციალისტი, რომელსაც უმუშავია ჰაიფასმაკაბში“, გორის „დილაში“, „სკა-ენერგია ხაბაროვსკში“, „ზუგდიდში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“.

გუნდი სეზონის მეორე ნაწილისთვის უკრაინაში მოემზადება, სადაც ჩემპიონატის განახლებამდე უკრაინის ცნობილ კლუბებთან საკონტროლო თამაშებს გამართავს კიევის „არსენალთან“ (19 ივლისს), „ლვოვის კარპატი“ (24 ივლისს), დონეცკის „ოლიმპიკთან“ (25 ივლისს), კიევის „ობოლონთან“ (30 ივლისს).