გიორგი დარასელია - არავის ეგონა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამ ეტაპზე თუ ითამაშებდა #1TVSPORT
გიორგი დარასელია - არავის ეგონა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამ ეტაპზე თუ ითამაშებდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დარასელიამ, რომელიც ისრაელში საქმიანობს, გადაცემა Five in the Air-თან ქართული ფეხბურთის პროგრესზე ისაუბრა.

გიორგი დარასელია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეგიონერი იყო, ვინც ისრაელის ფეხბურთში თამაშობდა. დღეს ის პროფესიონალ მენეჯერად ნოფ ჰა-გალილის „ჰაპოელში“ მუშაობს.

თელ ავივის „ჰაპოელისა“ და კფარ საბას „ჰაპოელის“ ყოფილმა ლიდერმა ისაუბრა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე, რომელიც ევრო 2023-ის მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდა, ეროვნული ნაკრების მიმართ მზარდ ინტერესსა და ქართული ფეხბურთის პროგრესზე.

„ახალგაზრდული ნაკრების პირველ მატჩში პორტუგალიასთან ბევრი გულშემატკივარი არ იყო, მაგრამ მოიგეს და მეორე თამაშში ბელგიასთან ტრიბუნაზე უკვე 40 000 ადამიანი შეიკრიბა, ხოლო ბოლო თამაშზე – 42 000. არავის ეგონა, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ პროგრესს მიაღწევდა და მეოთხედფინალში გავიდოდა.

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები უკვე ეროვნულ გუნდში თამაშობენ. ბოლო დროს, ძალიან ნიჭიერები ფეხბურთელები წამოვიდნენ. ეს იმის შედეგია, რომ საქართველოში ბევრი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.

ქართულ ფეხბურთში პოზიტიურ დინამიკაა. თბილისის „დინამოში“, გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“ კარგი მოთამაშეები არიან. ასევე საინტერესო ლეგიონერები ჩამოვიდნენ, რადგან უცხოელებზე ლიმიტი გაზარდეს“, – თქვა გიორგი დარასელიამ.