საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა წლევანდელ ევროლიგაზე მესამე მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. მისი „ტენერიფე“ ფრანგულ „სენ ქუენტინს“ ესტუმრა და 71:61 დაამარცხა.
გიორგიმ 10 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მის გუნდში საუკეთესო ტიმ აბრომაიტისი იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
„ტენერიფე“ სამი მოგებით ჯგუფის ლიდერია, მომდევნო მატჩს კი ესპანეთის ჩემპიონატში 3 ნოემბერს „ვალენსიის“ წინააღმდეგ გამართავს.