საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ საკუთარ დარბაზში, „ვალენსია“ მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში, 83-85 დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე ოთხი წამი იყო დარჩენილი, როდესაც მასპინძლებმა, ერიკ გრინის წინააღმდეგ, თამაშის წესი დაარღვიეს.
ამერიკელმა კალათბურთელმა ორივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. მალაგელთა ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი შერმადინმა, მოედანზე 15:40 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში ცხრა ქულა და სამი მოხსნა გააკეთა.
მასპინძლებს კვლავ ნემანია ნედოვიჩმა ულიდერა. ამჯერად, სერბის ანგარიშზე 23 ქულა დაფიქსირდა. ვალენსიელთა შორის ვეტერანი რაფა მარტინესი გამოირჩა 17 ქულით. ამ მარცხის შემდეგ „უნუკახა“ სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ჟოან პლაზას გუნდი კაუნასის „ჟალგირისს“ შეხვდება.
გუშინვე,“ ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ცსკა“ 85-72 დაამარცხა. „პანათინაიკოსმა“ ათენში, თურქულ „ეფესს“ აჯობა ანგარიშით 90-79.