„შერლოკისა“ და „სამეფო კარის თამაშების“ ოპერატორი განაში გადასაღებ მოედანზე დაიღუპა
ცნობილი სერიალების „შერლოკისა“ და „სამეფო კარის თამაშების“ ოპერატორი მარკ მილსომი განაში გადასაღებ მოედანზე დაიღუპა.
ტრაგედია BBC-სა და Netflix-ის ერთობლივი პროექტის, The Forgiving Earth-ის გადაღების მსვლელობისას მოხდა. სერიალი ომის დანაშაულების ისტორიას მოგვითხრობს.
მომხდარის ზუსტი დეტალები ჯერ უცნობია. საუბრობენ, რომ უბედური შემთხვევა კასკადიორების სცენის ღამის გადაღებების დროს მოხდა.
სერიალების გარდა წარსულში მილსომს ნამუშევარი აქვს მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე, მათ შორის, როგორიცაა სტივენ ჰოკინგის სამყარო.
კინო-რეჟისორები, აგენტები და პროდიუსერები მილსომს გამორჩეულად ნიჭიერ პროფესიონალად ახასიათებენ. ბრიტანელმა ოპერატორმა კარიერა 1990 წელს დაიწყო. მილსომი 54 წლის იყო.