შერემეტიევოს აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია
შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაშავებულებიდან, სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს. მათივე თქმით, დაზარალებულები მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოებში იმყოფებიან.
შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო ლაინერი „სუხოი სუპერჯეტ 100“ 5 მაისს, საღამოს, ავარიული დაშვებისას დაიწვა. შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა. სულ ინციდენტის დროს ბორტზე 78 ადამიანი იმყოფებოდა.