შენობა, რომლის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად, მოსწავლეები დაშავდნენ, სახელმწიფო ელექტროსისტემას ეკუთვნის
შენობა, რომლის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად, მოსწავლეები დაშავდნენ, სახელმწიფო ელექტროსისტემას ეკუთვნის.
როგორც პირველ არხს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, ადგილზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს ელოდებიან. მომხდარის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. სახელმწიფო ელექტროსისტემაში განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი მოსწავლე კლინიკებშია გადაყვანილი, სამი მათგანი ინგოროყვას საავადმყოფოში, სამი კი, „ამტელ ჰოსპოტალში“ იმყოფება. ერთ-ერთი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში საოპერაციოში შეიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ინგოროყვას კლინიკაში ჰოსპიტალიზებულ სამივე მოსწავლეს ჭრილობები თავის არეში აქვს.
შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა არასრულწლოვნებს დაეცა.