შენგელიას 17 ქულა „პანათინაიკოსის“ დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT
ევროლიგაზე ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“. ბოლონიელებმა ბერძნულ „პანათინაიკოსს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 77:82 დამარცხდნენ.
თორნიკე შენგელია სასტარტო შემადგენლობაშიც იყო და ლიდერადაც მოგვევლინა. მან 31 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა. თანაგუნდელთაგან მასზე მეტი, 18 ქულა მხოლოდ კლაიბერნმა ჩააგდო. „პანათინაიკოსში“ კი 20 ქულით ნანი გამოირჩა.
ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში „ვირტუსს“ 10 მატჩიდან 2 აქვს მოგებული. უახლოეს შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში, 17 ნოემბერს, „დინამო სასარისთან“ გამართავს.