თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში 32-ე მატჩი ჩაატარა და 23-ედ მოიგო, რითაც მეორე ადგილზე პოზიციები გაიმყარა.
“ბასკონია” “ბილბაოს” წინააღმდეგ სტუმრად თამაშობდა და მართალია, მატჩის დიდი ნაწილი წინ იყო, ბოლოს თამაშის გადარჩენაზე მოუწია ზრუნვა. სირენამდე 40 წამით ადრე, სტუმრები 70:73 იყვნენ ჩამორჩენილნი, მაგრამ ზედიზედ ექვსი ქულა აიღეს და საბოლოოდ, 78:74 მოიგეს.
შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 25.49 წუთი ითამაშა და 10 ქულა (3/8 – ორქულიანი, 0/2 – ორქულიანი, 4/6 – საჯარიმო) და 4 მოხსნა დააგროვა.
რეგულარულის დამთავრებამდე “ბასკონიას” კიდევ ორი მატჩი რჩება და ერთი მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილს გაინაღდებს.