შემოსავლების სამსახურში დეპარტამენტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზეა გადაყვანილი.
მათივე ინფორმაციით, ყველა სხვა დეპარტამენტის უფროსი და მოადგილეები კი, ამ ეტაპზე თანამდებობაზე რჩებიან.