შემოსავლების სამსახურმა ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 327 ფაქტი გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 6-12 მაისს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებით საგადასახადო სამართალდარღვევის 327 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 011 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი სახის საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 85 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 19 შემთხვევა.
ასევე საანგარიშო პერიოდში ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 223 ფაქტი გამოვლინდა.