შემოსავლების სამსახურმა 450 ლიტრი უაქციზო ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, სავალდებულო მარკირების გარეშე 450 ლიტრი ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, ხოლო საქმის მასალები, სსკ-ის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
დარღვევა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს.