შემოსავლების სამსახურის უფროსმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამუშაო შეხვედრა გამართა
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებთან და გეზის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ლევან კაკავამ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, როგორ ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის პროცედურები. გარდა ამისა, იგი მიზნობრივი ტესტირების შედეგებს გაეცნო.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ლევან კაკავამ მებაჟე ოფიცრების ყოველდღიური საქმიანობა განიხილა და მათ ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააცნო, რასაც საბაჟო სერვისებთან დაკავშირებით უწყება ეტაპობრივად განახორციელებს.

როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.