შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი თებერვალში გადამხდელებს ქვეყნის მასშტაბით 32 ადგილზე მოემსახურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (RS CAR) გადასახადის გადამხდელებს მიმდინარე წლის თებერვალში 32 ლოკაციაზე მოემსახურება.
მოძრავი სერვისცენტრით სარგებლობა შესაძლებელი იქნება იმ რეგიონებში, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, RS CAR – მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
მოძრავი სერვისცენტრი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ადგილებზე – ლანჩხუთი, გურჯაანი, ხულო, ყვარელი, ქედა, ახმეტა, ლენტეხი, თეთრიწყარო, ხონი, დმანისი, დუშეთი, ბაღდათი, კასპი, ცაგერი, მარტყოფი, ქარელი, ხობი, ყაზბეგი, ბაკურიანი, ჩხოროწყრუ, ადიგენი, წალენჯიხა, აბაშა, ნინოწმინდა, მარტვილი, ტყიბული, საჩხერე, ხარაგაული, ვანი, ონი.