შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს მარტში, ქვეყნის მასშტაბით 16 ადგილზე მოემსახურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (RS CAR) გადასახადის გადამხდელებს მიმდინარე წლის მარტში 16 ლოკაციაზე მოემსახურება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრით სარგებლობა შესაძლებელი იქნება იმ რეგიონებში, სადაც უწყების სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
RS CAR – მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
მოძრავი სერვისცენტრი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ადგილებზე – ლანჩხუთი, ხულო, ქედა, ბაღდათი, ხობი, ტყიბული, ცაგერი, ლენტეხი, ხონი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, მარტვილი, ხარაგაული, ვანი, ონი.