შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 3-26 აგვისტოს 33 ლოკაციაზე მოემსახურება
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 3-26 აგვისტოს 33 ლოკაციაზე მოემსახურება

მიმდინარე წლის 3-26 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 33 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

უწყების ინფორმაციით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით.

„შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.