შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი 1-28 დეკემბერს გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი „არ ეს ქარ“ (RS CAR) 1-28 დეკემბერს გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „არ ეს ქარ“ მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით.
გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, მიიღონ სასურველი მომსახურება, კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
რაც შეეხება ლოკაციებს, ესენია: ლაჩხუთი, გურჯაანი, ტყიბული, ყვარელი, ლენტეხი, ახმეტა, ხონი, მესტია, დმანისი, თეთრიწყარო, ცაგერი, მარტყოფი, დუშეთი, ყაზბეგი, ადიგენი, ვანი, ასპინძა, ბაღდათი, ნინოწმინდა, ონი, კასპი, აბაშა, ქარელი, მარტვილი, საჩხერე.