შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, თანამდებობიდან გაათავისუფლეს მათი მოადგილეებიც.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ლევან კაკავა ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
საკადრო ცვლილებებზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.