შემოსავლების სამსახური - სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობის გამო, პოლონეთიდან შემოტანილი გაყინული ქათმის ხორცი განადგურდა
პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა, – ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი განადგურდა.
„საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.