შემოსავლების სამსახური - პირველიდან 15 იანვრის ჩათვლით შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ იმუშავებს
შემოსავლების სამსახური - პირველიდან 15 იანვრის ჩათვლით შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ იმუშავებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსისა და საქართველოს მთავრობის N698 დადგენილების თანახმად, პირველი იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„აქვე გაცნობებთ, რომ ვინაიდან, საქართველოს შრომის კოდექსითა და საქართველოს მთავრობის N698 დადგენილების თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი ემთხვევა უქმე დღეებს, საგადასახადო დეკლარაციების/გაანგარიშებების წარდგენის სავადო თარიღია 2021 წლის 18 იანვარი (ნაცვლად 2021 წლის 15 იანვრისა).

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში (2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით) გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

ამასთან, გაცნობებთ, რომ სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

აღნიშნული ობიექტები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, ხოლო ოპერატორები მოქალაქეთა მომსახურებას დამცავი ნიღბებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ახორციელებენ.

2021 წლის 4, 5, 6, 8, 11 – 15 იანვარს, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, 09:00 საათიდან -18:00 საათამდე:
• სატელეფონო ცენტრის ნომერზე: 2 299 299
• RS ჩათის მეშვეობით
• ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected]“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.