შემოსავლების სამსახური - მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის სხეულის რენტგენოსკანერით დათვალიერების შედეგად მალულად განთავსებული ნარკოტიკული საშუალება (საერთო წონა: 192,18 გრამი) გამოვლინდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.