შემოსავლების სამსახური კომპანიებს შეახსენებს, რომ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები 15 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ 15 ივნისის ჩათვლით (დადგენილების ამოქმედებიდან – 04.05.2020 წლიდან 6 თვე) უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, დაქირავებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა დაქირავებით დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი.
იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ მაისის თვის კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა, 15 ივნისის ჩათვლით (დადგენილების ამოქმედებიდან – 04.05.2020 წლიდან 6 თვე) უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელი, ასევე უფლებამოსილია განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს და წარადგინოს ახალი განაცხადი 20 ივნისის ჩათვლით.
კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751 https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე [email protected]
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას“,- განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.