შემოსავლების სამსახური - 42 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 42 000 კგ კარტოფილის შემოწმების შედეგად პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
„აღნიშნული საქონელი, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.