შემოსავლების სამსახური - 110 310 კილოგრამი სიმინდი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“, უკრაინის რესპუბლიკიდან 110 310 კილოგრამი სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინერი შემოვიდა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას, გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.