თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი ერევანს სტუმრობს.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სპექტაკლს „შემოდგომის დაისი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, უფროს ქალიშვილთან მარიამთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნაზერი ღარიბიანთან ერთად დაესწრო.
თეატრში იმყოფებოდა სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძეც.