შეკვეთილში სამი პირი შიმშილობას განაგრძობს. მოშიმშილეები ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, კარავში იმყოფებიან.
პარალელურად, შეკვეთილში საპროტესტო აქცია დღეს საღამოსაც იგეგმება.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
„არ დავიშლებით, სანამ ახალგაზრდების ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. არ შევწყვეტთ შიმშილობას“, – აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე მინდია ადაძე.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა გუშინ კარავი დენდროლოგიური პარკის შესასვლელთანაც გაშალეს.