შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს
შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს.
როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამჟამად ადგილზე სიმშვიდეა.
აქციის მონაწილეების თქმით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ყველა მოთხოვნის შესრულებამდე, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
ამასთან, კარავია გაშლილი და სამი მოშიმშილე იმყოფება შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.