შეკვეთილში აქციის მონაწილეები დენდროლოგიური პარკისკენ მსვლელობას აწყობენ
შეკვეთილში, აქციის მონაწილეები მსვლელობას აწყობენ. ისინი დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან. მსვლელობაში მონაწილეები სკანდირებენ „ძირს ოლიგარქი“, „გახარია, წადი!“, „არა ოკუპანტს“. ისინი შს მინისტრის დაუყონებლივ გადადგომას ითხოვენ.
აქციაში „ნაციონალური მოძრაობის“ გურიის, აჭარისა და ფოთის ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცოტა ხნის წინ, შეკვეთილში აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ნასვამი პირი აქციის მსვლელობისას სცენაზე ავიდა და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა. სიტუაცია მალევე, სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა. აქციის ორგანიზატორებმა მომხდარი ფაქტი პროვოკაციად შეაფასეს.